ირაკლი ღარიბაშილი კასპში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ქალაქ კასპში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, ცენტრალური მოედნისა და მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია კასპის ცენტრისა და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერის მოწყობა, ჯამური ბიუჯეტით - 8 მლნ ლარს აღემატება.