ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნით შიმშილობენ - Palitra News

ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნით შიმშილობენ

2021-10-19 14:22:36+04:00

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნით შიმშილობენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ დაუდასტურა.

ხვიტიას თქმით, ფირცხალავა მე-16 დღეა, პროტესტს გამოხატავს და მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა მსჯავრდებული ჰოსპიტალიზებაზე უარს აცხადებს. მეუღლის თქმით, ირაკლი ფირცხალავამ მის ნახვაზეც უარი განაცხადა.