ზუგდიდში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კვლევები აჩვენებს, რომ მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა ემზადება არა არჩევნებისთვის არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის და ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საოლქო კომისიაში.