თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას თქმით, სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა ინსტრუმენტს იყენებს ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლისთვის, რათა ამ უკანასკნელმა ზაზა გახელაძე გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან.
ბერაიას თქმით, საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნაა, რომ ზაზა გახელაძე დაუყონებლივ გათავისუფლდეს.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ეუთო-ში აშშ-ის მისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს განაჩენი საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლებისა და ექსპლუატაციისკენ მიმართული რუსეთის მცდელობის კიდევ ერთი მაგალითია. მომხდარს გამოეხმაურა ასევე, ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია.