საოკუპაციო ხაზთან, მავთულხლართების მიღმა, გარდაცვლილი დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან გრძელდება.
ცოტა ხნის წინ ხურვალეთში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ მავთულხლართებთან გვირგვინი მიიტანეს და დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული პასუხი იმასთან დაკავშირებით, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია დამყარებულია არსებული არხების მეშვეობით, თუმცა საბოლოო კონფიგურაცია, ანუ დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.