“ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატი ირაკლი აბესაძემ და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართეს.
ირაკლი აბესაძის თქმით, იპდრომის ტერორიტორია მიმდინარე წლის ივნისში რამდენინმე ნაწილად დაიყო, საიდანაც არამომგებიანი აქტივი ბიძინა ივანშვილმა სახელმწიფოს გადასცა თავისთვის საკუთრებაში კი 79 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაიტოვა.
შეგახსენებთ, ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან – ბიძინა ივანიშვილისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.