მაია მიმინოშვილის ქართულ ოცნებაში დასაქმებას ოპოზიცია ეხმაურება. ირაკლი აბესაძის განცხადებით, აღნიშნული არის უსაგნო და უმიზნო შიდაპარტიული თამაში "ქართულ ოცნებაში", რომელსაც კავშირი არ აქვს იმ პრობლემების მოგვარებასთან, რაც მოსახლეობას აწუხებს.
პალიტრანიუსის ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს. მიმინოშვილი პარტიაში უკვე ერთი თვეა მუშაობს.