საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა გასცეს პასუხი კითხვას თუ ვინ ახდენდა ზეწოლას პოლიტიკური ნიშნით კერზაიას მიმართ. როგორც მან აღნიშნა, დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ იმისთვის, რომ მომავალში არც ერთ ხელისუფლებას აღარ გაუჩნდეს ცდუნება პოლიტიკური ნიშნით მოახდინოს ადამიანებზე ზეწოლა.