ირაკლი აბესაძე ქალაქების მერებს მოუწოდებს, სამარშრუტო ტაქსების მფლობელ კერძო კომპანიებთან მგზავრობის ტარიფზე მსჯელობის პროცესი გამჭვირვალე გახადონ.თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი აბესაძემ და მამუკა ახვლედიანმა საქართველოს მთავრობის 2 მარტის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს, რომლითაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა რეგულირებადი სფერო გახდა. შესაბამისად, ირაკლი აბესაძის თქმით, საქართველოს დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის მერიაში მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს მიკროავტობუსების ტარიფები