"ევროპული საქართველოს" წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებენ. როგორც სერგო რატიანი აცხადებს, ივანშვილი გახარიას თანამდებობიდან ვერ ათავისუფლებს, რადგან თავადაც მიუძღვის დანაშაული 20 ივნისისის მოვლენებში. პარტიის კიდევ ერთი წევრი ირაკლი აბესაძე კი ივანიშვილის მიერ კოალიციურ მთავრობაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ წარმოუდგენელია კოალიციაში შევიდეს „ქართულ ოცნებასთან“.