როცა ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დადგენილების დარეგისტრირებიდან ორ დღეში მსჯელობდა სატყეო კოდექსზე და უარი თქვა ემსჯელა ამ საკითხზე, სწორედ მაშინ გამოჩნდა "ქართული ოცნების" გულწრფელობა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა იურუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებას, რომელმაც გუშინდელ სხდომაზე "ევროპული საქართველო" გააკრიტიკა და თქვა, რომ გუშინ კომიტეტი მზად იყო დადგენილების განსახილველად, თუმცა პროექტის ავტორი პარტია არ მივიდა.