დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის დრო ჯერ არ მოსულა, ამიტომ საზოგადოება პარტიის და მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კი უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელება განიხილება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა კახა კალაძე არის „ქართული ოცნების“ გამორჩეული ლიდერი და თბილისის წარმატებული მერი და მას თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა.