ტამპონისგან განსხვავებით, ჰიგიენური საფენი გარედან მაგრდება, ტამპონი კი აბსოლუტურად შეუმჩნეველია, ამიტომ ბევრი ქალბატონი არჩევნას სწორედ ტამპონზე აკეთებს. უსაფრთხოების თვალსაზრისით საფენსა და ტამპონს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. აღნიშნული საფრთხეების შესახებ ინფორმაცია ტამპონის იმ ანოტაციაშიც არის მითითებული, რომელიც მის შეფუთვაშია მოთავსებული და ნებისმიერ ტამპონს ახლავს თან. თუმცა ჩვენს მიერ გამოკითხული ქალბატონებიდან არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ტამპონის ანოტაციას ეცნობა.