დღესასწაულებზე ერთმანეთისთვის სიურპრიზის გაკეთება მთელ შემოქმედებას დაირთავს და დიდი მონდომების შემდეგ ადრესატამდე მისული შეტყობინება საჩუქრით ემოციური აღტაცებით გვირგვინდება, წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელიც მთელი ცხოვრება მიგყვება. მანამდე, სანამ ტექნოლოგიური პროგრესი ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას ნებისმიერ დისტანციაზე უზრუნველყოფდა, მოკითხვა, მილოცვა, ერთმანეთთან ურთიერთობა წერილის სახით ხდებოდა. სადღესასწაულო დღეებში კი მისალოც ბარათში იფუთებოდა.
მისალოცი ბარათების გაგზავნის ჩვეულება სათავეს იღებს უძველეს ცივილიზაციებში იღებს, თუმცა ხელშესახები მასალა, რომელიც თანამედროვე ვერსიას ჰგავს მე-15 საუკუნის დასაწყისში ევროპაში ფიქსირდება. ხელნაკეთი ქაღალდის მისალოცი ბარათების გაცვლა დაიწყეს არა როგორც უბრალოდ წერილის, არამედ კონკრეტული დღესასწაულის მისალოცი რამდენიმე ფრაზიანი შეტყობინება. ცნობილია, რომ გერმანელები საახალწლო მილოცვებს ხის ნაჭერზეც კი კაწრავდნენ 1400 წლებში, ხოლო ხელნაკეთი ქაღალდის ბარათები ევროპის სხვადასხვა კუთხეში მე-15 საუკუნის დასაწყისში გახდა პოპულარული.