„ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას რომ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ რუსულ „როსნეფტზე“ გაყიდვა იგეგმება. მისი თქმით, 25 წლის განმავლობაში „ვისოლი ჯგუფის“ შესახებ უამრავი ჭორი გაუგია. ფხაკაძემ აღნიშნა, რომ " ვისოლ ჯგუფუს" მიზანი საშუალოვადიან პერიოდში გამსხვილებაა. ზოგადად, როგორც ფხაკაძე მიიჩნევს, რუსულმა კომპანიამ, რომ საქართველოში იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, გაუგებარია. მისივე თქმით, ის არ არის პოლიტიკოსი და საკითხს როგორც ბიზმესმენი, ისე აფასებს და ქვეყანაში რუსული კომპანიების მხრიდან მონოპოლიის საფრთხე არ დგას.