იპოთეკური სესხების მოცულობა 83%-ით, უძრავი ქონების გაყიდვები კი 35%-ით გაიზარდა - Palitra News

იპოთეკური სესხების მოცულობა 83%-ით, უძრავი ქონების გაყიდვები კი 35%-ით გაიზარდა

2022-04-20 08:15:46+04:00

იპოთეკური სესხების მოცულობა 83%-ით, უძრავი ქონების გაყიდვები კი 35%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წლის 1-12 აპრილის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ მნიშვნელოვნად იმატა და ზრდამ 2021 წელთან შედარებით, 83% შეადგინა.

ამასთან, 1-9 აპრილის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 35%-ით გაიზარდა.