იპოთეკურ სესხებზე 1 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
საუბარია, ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ივნისში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი - 13.1%; ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში - 10% იყო.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, წინა თვეში საპროცენტო განაკვეთმა - 6.6%; ხოლო 2019 წლის ივნისში - 6.5% შეადგინა.
ამასთან, სებ -ის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ეროვნულ ვალუტაში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობამ - 4 მილიარდ 769 მილიონი ლარი; უცხოურ ვალუტაში კი - 6 მილიარდ 427 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი - ეროვნულ ვალუტაში - 3 მილიარდ 694 მილიონი; ხოლო უცხოურ ვალუტაში - 5 მილიარდ 887 მილიონი ლარი იყო.