არასამთავრობო ორგანიზაცია “იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს. როგორც “იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ გიგა წულეისკირმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მევახშეები კი ე.წ. შავი ხვრელებით სარგებლობენ და ითვისებენ მოქალაქეების ქონებას. მისვე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მევახშეებმა, ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის გაფორმების მეშვეობით თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს. გიგა წულეისკირი პრობლემის აღმოსაფრხველად ახალი რეგულაციების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.