კონიაკის დასახლებაში უსახლკაროდ დარჩენილმა მოსახლეობამ ყოფილი სკოლა-ლიცეუმის კარი შეანგრიეს და შენობაში შეიჭრნენ. 30-მდე ოჯახმა იპოთეკით წლების წინ დაკარგეს ბინები. როგორც ისინი აცხადებენ, იმ დრომდე არ დაიშლებიან, სანამ თავშესაფარს არ მიიღებენ.