თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის განსათავსებლად შესაბამისი სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, თბილისის მერია საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები. მისივე თქმით მერიას სურს გამოაცხადოს აუქციონი 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განსახორციელებლად ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორიაზე და გამარჯვებულმა კომპანიამ 7 ჰექატრზე ორი წლის ვადაში მოაწყოს 4 ღია საჩოგბურთო კორტი, 1 ღია ან დახურული საცურაო აუზი და 1 სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი.