ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელებზე - სეად კოლაშინაცსა და მესუთ იოზილზე თავდასხმის გამო ბრიტანულმა პოლიციამ ორი ინგლისელი ახალგაზრდა დააკავა - 30 წლის ეშლი სმიტი და 26 წლის ჯორდან ნორსოვერი. აღნიშნულ პიროვნებებს ბრალი ედებათ ძარცვის მცდელობაში იარაღის გამოყენებით. სმიტს სასჯელი დაუმძიმდა, რადგან დაკავებისას სახლში მარიხუანა აღმოუჩინეს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ჩრდილოეთ ლონდონში მოხდა. ფეხბურთელებს თავს დანებით შეიარაღებული ორი ადამიანი დაესხა. კოლაშინაცი ფიზიკურად გაუსწორდა თავდამსხმელებს, ხოლო იოზილმა დახმარების სათხოვნელად უახლოეს რესტორანს მიაშურა.