იორდანია, მიწა რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს,სადაც ყოველი კუთხე - კუნჭული უდიდესი მოვლენების ნაკვალებს ინახავს, რომელთაც მსოფლიოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიეს. წამით დახუჭეთ თვალები და წარმოთქვით იორდანიის სამეფო, აუცილებლად გაგახსენდებათ ზღაპრები, რომელსაც ბავშვობაში გიკითხავდნენ.
იორდანიაში ყოფნა საოცრებას გავს - თეთრი ქვის სახლები, შთამბეჭდავი მთები, ზეთისხილის ბაღები, უძველესი ციხესიმაგრეები, მომაჯადოვებელი უდაბნოები, წითელი ზღვა თავისი განუმორებელი ფლორითა და ფაუნით და რა თქმა უნდა, სამკურნალო თვისებების მატარებელი მკვდარი ზღვა.
იორდანიაში აწმყო და მომავალი თითქოსდა შერწყმულია, რაც ამჟამინდელი სამეფოს ტურისტისთვის მეტად საინტერესოს ხდის. გაიარო ბიბლიური გმირების ნაკვალევზე, იხილო ცივილიზაციის მემკვიდრეობა და ძველი სამყაროს მოზაიკური რუკა, დააგემოვნო უგემრიელესი არაბული სამზარეული, დატკბე შესანიშნავი კლიმატით, გაისეირნო აქლემებზე, იბანაო ორ ზღვაში და დალაშქო მთები - მსგავს საოცრებას იხილავთ კიდევ სადმე?
იორდანია მუსლიმანური სახელმწიფოა, მაგრამ თანამედროვე, სადაც არ მოგიწევთ სამოსზე ზრუნვა და ეროვნულ ან რელიგიურ კომფლიქტზე დარდი. სამეფოს მცხოვრებლები ძალიან კეთილგანწყობილები და სტუმართომოყვარეები არიან. ჭორების მიუხედავად იორდანია იყო და რჩება მშვიდ და ცივილიზებულ ქვეყნად, სადაც თითქმის ყველა ინგლისურად საუბრობს.