ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი აცხადებს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულია.იოჰანეს ჰანის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლასთან გამართულ აქციაზე IBSU-ს სტუდენტებს მოუსმინა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის საკითხი მთავრობასთან განსახილველია. "დიახ, მე მათ მოვუსმინე. სრულად ინფორმირებული ვარ სიტუაციის შესახებ. ეს არის მთავრობასთან განსახილველი საკითხი", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.