პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მორიგი ინციდენტი მოხდა. ინციდენტი კვლავ ტერიტორიაზე კარვის გაშლის მცდელობას მოჰყვა.როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზაზა სარალიძემ განაცხადა, უამინდობის გამო მათ სამართალდამცველებს სთხოვეს, რომ ტერიტორიაზე გაეშალათ კარავი, რისი საშუალებაც არ მისცეს. თუმცა, აქციის მონაწილეები შეიყვანეს პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც წვიმა არ აღწევდა. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებთან მივიდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინეს.