ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მიხეილ თათარიშვილის პროცესის დაწყებამდე მცირე ინციდენტი მოხდა. სიტყვიერ შელაპარაკებას პროკურორს, ადვოკატსა და თათარაშვილის ახლობლებს შორის ჰქონდა ადგილი. შელაპარაკების მიზეზი ბრალდების მხარის მოწმეები გახდნენ. მიხეილ თათარიშვილის მამის, ლადო თათარიშვილის განცხადებით, პროკურორმა დღეს დასაკითხი ოთხი მოწმე გადამალა და არ მისცა უფლება დაკვირვებოდა მოწმეების გადაადგილებას. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.