ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. შეხვედრაზე, ერთ-ერთმა პირმა სალომე ზურაბიშვილს, სიტყვით გამოსვლისას მოღალატე უწოდა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის ღირსი არ არის, რის შემდეგაც ის დარბაზიდან გააძევეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მომხდარ ფაქტზე პრეზიდენტობის კანდიდატმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ პასუხის ღირსი არ არის ის ადამიანი, რომელმაც შეხვედრაზე ხმაური მოაწყო.„ღირსი არაა პასუხის“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს. არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
იხილეთ:
სალომე ზურაბიშვილი: "აგრესიის კანალიზაცია ხდება სწორედ ფიზიკური აღზრდით და ვარჯიშით"