ინციდენტი "ქარვასლაში" - 5 ახალგაზრდამ, რომლებიც ნივთის მოპარვას ცდილობდნენ დაცვის თანამშრომელს სცემეს - Palitra News

ინციდენტი "ქარვასლაში" - 5 ახალგაზრდამ, რომლებიც ნივთის მოპარვას ცდილობდნენ დაცვის თანამშრომელს სცემეს

2017-08-11 10:15:27+04:00

ინციდენტი "ქარვასლაში" - ქუთაისში სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელს სცემეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდები ერთ-ერთ მაღაზიაში ნივთის მოპარვას ცდილობდნენ, რაშიც მათ ხელი დაცვის თანამშრომელმა შეუშალა. სწორედ ამას მოჰყვა მათი გაღიზიანება. თვითმხვილველის თქმით, დაცვის თანაშრომელს 5 ახალგაზრდა უმოწყალოდ სცემდა. მას ფეხი აქვს დაზიანებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.