ინციდენტი მოხდა საბურთალოზე მდებარე ჩინურ რესტორანში - კანდელაკის ქუჩის 2-ში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას მამა -შვილი ცემეს. მამა სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჩხუბის დროს ხელში დაჭერეს ამავე რესტორნის თანამშრომელი ქალი, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზებულია. თვითმხილველის თქმით, პატრულმა რამდენიმე ადამიანი დააკავა. რესტორნის ადმინისტრაცია მომხდარის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.