"ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 5ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის სტაბილურია და შესაძლოა, ორშაბათს ალადაშვილის კლინიკიდან გაწერონ.
პაციენტს თავში ჰემატომები აღენიშნება და აქვს ჩივილები, როგორიცაა თავის ტკივილი, ყურის მიდამოში დაგუბება -იგეგმება მისი ხელახალი გამოკვლევა. შეგახსენებთ 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.