ინტერპოლის გამოძიების შედეგად ტაილანდში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში 50 ბავშვი პედოფილიისგან გადაარჩინეს. აღსანიშნავია, რომ ინტერპოლმა დააკავეს 9 პირი, რომლებიც არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის საქმეში იყვნენ ჩართულნი. გამოძიება 2017 წელს დაიწყო და დაფარულ ვებგვერდებზე თვალთვალის შედეგად გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი. აღნიშნული ვებგვერდებდს დაახლოებით 63 000 მომხმარებელი ჰყავდა და ზოგიერთი მათგანი პედოფილიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა. ინტერპოლში ასევე აცხადებენ, რომ ისინი ამჟამად კიდევ 100 ბავშვზე ხორციელდება ძალადობა, რომლის გამოძიებაც ახლა მიმდინარეობს.