ინტერპოლით ძებნილი რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკარევის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ბოკარევი საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვდა, რაზეც უარი მიიღო. მისი უფლებადამცველი სასამართლოში სწორედ თავშესაფრის მიღებაზე უარს ასაჩივრებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცეს და ის მათ სამართალდამცავებს გადასცენ. ბოკარევს რუსეთში დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ევროპული საქართველოს წევრები დააკვირდებიან, როგორც პარტიაში აცხადებენ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ბიზნესმენის რუსეთისთვის გადაცემას დააპირებს, პარტია პერმანენტულ აქციებს გამართავს.