ინტერნეტში ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებაში სხვა დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. სკოლაში სამართალდამცველები იმყოფებიან და გამოკითხვა მიმდინარეობს.არსებული ინფორმაციით, ვიდეოკადრები სკოლის იმ ჯგუფში აიტვირთა, სადაც მოსწავლეები არიან გაწევრიანებული.