შვეიცარიის ეროვნული ბანკის (SNB) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ინტერნეტ ბანკინგით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი სარგებლობს. კვლევის საფუძველზე, რომელშიც 34 ბანკი მონაწილეობდა, SNB ასკვნის, რომ ბანკებს გაციფრულების დასახული მიზნისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტ და მობილურით ბანკინგი უფრო პოპულარულია, როცა კლიენტები გადასახადებს იხდიან, ან რამეს ყიდულობენ. ხოლო უძრავი ქონების შეძენისას ეს სერვისი ნაკლებად პოპულარულია.
შვეიცარიული ბანკები ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში, ფინანსური ტრანზაქციები ციფრული ტექნოლოგიებით სულ უფრო ხშირად შესრულდება. SNB-ს განმარტებით, ეს ბანკებს ხარჯების შემცირების და მომსახურების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.