20:40
7 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
International SOS-მა ტურისტებისთვის 2020 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დაასახელა
03-12-2019

საერთაშორისო კომპანია International SOS-ი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამოგზაურო დაზღვევის სფეროში მუშაობს, 2020 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს ასახელებს.

კვლევისას კომპანია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კრიტერიუმს ითვალისწინებს. მათ შორისაა კრიმინალის დონე, ასევე სამედიცინო და საგზაო უსაფრთხოება. International SOS ქვეყნებს მონაცემების მიხედვით 5 კატეგორიად ყოფს: უმნიშვნელო, დაბალი, საშუალო, მაღალი და ექსტრემალური რისკის მქონე.

2020 წლისთვის ტურისტებისათვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულში ხვდებიან: დანია, ფინეთი, გრენლანდია, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

აღსანიშნავია, რომ International SOS-ის კვლევის მიხედვით, საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.

AutoPlay
ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება - "კოლორ ჯგუფი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
06-12-2019
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გაფართოვდა
06-12-2019
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019
ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება
06-12-2019
25%-იანი გაძვირება - ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა
06-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები