"ინტერმედია +"-ის ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე გამოკითხვაზე ადვოკატთან დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურამ გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარა. ანჯაფარიძის გამოკითხვა იმ საქმეზე მიმდინარეობს, რომელზეც ნიკა გვარამიას ბრალი აქვს წარდგენილი. ინტერმედიას მეწილის შეფასებით, საქმე აბსურდულია და არანაირი სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედიას“ დამფუძნებელი ზურაბ იაშვილიც გამოიკითხა. საკითხი „რუსთავი 2“-ის საქმეს და აღნიშნულ ტელეკომპანიასა და „ინტერმედიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.