სერია A-ს პირველი ტურის დასკვნით მატჩში "ინტერმა" სახლში 4:0 მოუგო "ლეჩეს".
ნერიაძურიმ პირველი მატჩი ჩაატარა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით.
პირველად ითამაშა მილანურ გუნდში თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ და გოლიც გაიტანა. აღსანიშნვია, რომ მან თავის წინა სამ გუნდშიც დებიუტი გოლით აღნიშნა - "ვესტ ბრომვიჩში", "ევერტონში" და "მანჩესტერში".
"სან სირო"ზე შეხვედრას. 64 188 მაყურებელი ესწრებოდა.