რუსულმა ენერგოკომპანია "ინტერ რაომ" საქართველოს წინააღმდეგ ელექტროტარიფების შესახებ დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დაიწყო. როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა „როიტერთან“ სააუბრისას განაცხადა, ქართული მხარე მზად არის საკუთარი პოზიციების დასაცავად. მისივე თქმით, ინტერრაოს არ განუხორციელებია ინცესტიცია თელასში გასულ წელს იმაზე მეტი დივიდენდი მიიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მარიამ ვალიშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადოს ქართულმა მხარემ კომპენსაცია.
"ინტერ რაოს“ სტრუქტურები - ნიდერლანდებში რეგისტრირებული სილქ როუდ ჰოლდინგი და გარდაბანი ჰოლდინგი თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ. რუსული კომპანია ქართულ მხარეს ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკლისის კომპენსირებას სთხოვენ.