ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. თოვის და ლიპყინულის გამო, ანალოგიური შეზღუდვები ვრცელდება ფარავანის უღელტეხილზეც. ინტენსიურად თოვს გომბორის უღელტეხილზეც.