კორპორაცია Intel-მა წარმოადგინა მისი უახლესი ტექნოლოგიის ჩიპი, რომელიც პირველი პროცესორი გახდა. აღნიშნული ჩიპი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და მსხვილი გამომთვლელი ცენტრებისთვის არის განკუთვნილი.
ჩიპი ისრაელში ქალაქ ხაიფას საწარმოში შეიქმნა. მას შეუძლია ძლიერ დატვირთვაზე ისე იმუშაოს, რომ მინიმალური ენერგია მოიხმაროს.
„ინტელის“ ინფორმაციით, პირველი კომპანია, რომელიც აღნიშნულ ჩიპს გამოიყენებს, Facebook-ია.