ამერიკული კომპანია Intel-ი, რომელიც მსოფლიოში კომპიუტერული კომპონენტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ევროპაში მიკროჩიპების წარმოებისთვის 95 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს.
Intel-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია ევროპაში თავდაპირველად 2 ქარხნის აშენებას აპირებს, რომლის ჯამური ინვესტიცია მომდევნო 10 წლის განმავლობაში 80 მილიარდი ევრო იქნება. შედეგად ახალი სიმძლავრეები სხვადახვა ტიპის მაკომპლექტებლებზე მზარდ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
Intel-ში პირობას დებენ, რომ ევროპაში წარმოებული მაკომპლექტებლები კონტინენტის ავტოინდუსტრიას სრულად დააკმაყოფილებს, ხოლო მისი სიმძლავრეები სხვადასხვა კომპანიის ღრუბლოვანი სერვისების ტექნიკურ უზურნველყოფასაც ეყოფა.