21:32
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ინსულტის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი თვალებით - რა აჩვენა 13 წლიანმა კვლევამ?
08-07-2017

ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიმუშავეს ინსულტის დიაგნოსტიკის მეთოდი თვალებით. ახალი მეთოდი გულისხმობს ბადურას შესწავლას. ბადურა შეიცავს სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედებს. დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი ფაქტობრივად ახდენს ჰიპერტონული რეტინოპათიის გამოვლენას. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღნიშნული პათოლოგია ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.

ხანგრძლივ კვლევაში, რომელიც 13 წელს გრძელდებოდა, მონაწილეობდა 2500 მოხალისე. ამ პერიოდში დაახლოებით 200 ადამიანმა გადაიტანა ინსულტი. მიღებული მონაცემების ანალიზით მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ინსულტით დაავადებულთა უმრავლესობას ანამნეზში ჰიპერტონული რეტინოპათია ჰქონდა. აღნიშნული პათოლოგია ინსულტის განვითარების რისკს 35 %-ით ზრდის.

კვლევის შედეგები და მიღებული სტატისტიკური მონაცემები სპეციალისტთა დიდ ყურადღებას იპყრობს. მიუხედავად იმისა, რომ კლინიცისტები ჯერ ვერ აკავშირებენ თვალის ბადურა გარსსა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, არტერიული წნევის კონტროლთან ერთად ოფთალმოლოგთან რეგულარულ ვიზიტსაც გვირჩევენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები