ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა და ის ინსტიტუციები, სადაც 50 ან 100-მდე ადამიანის შეკრება ხდება, შესაძლოა ახალ რეკომენდაციებს დაექვემდებარონ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერჯერობით საკითხზე არ უმსჯელიათ, თუმცა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ყოველდღიურად იმართება, ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაიციის რეკომენდაციებს.