ინსტაგრამზე შესაძლოა, მოწონებების რაოდენობის ნახვა ვეღარ შევძლოთ, რადგან როგორც ინსტაგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, მომხმარებლები ძირითად ყურადღებას სწორედ “მოწონებების” რაოდენობაზე ამახვილებენ. ამ ცვლილებით კომპანიას სურს ხალხში ყველანაირი წნეხი და შეჯიბრის სურვილი მოხსნას. მათი თქმით, ეს იქნება პლატფორმის ფუნქციონირების მასიური ცვლილება, რადგან ხალხი მეტად კონცენტრირდება საინტერესო კონტენტზე. “მოწონებების” რაოდენობის ნახვას კი მხოლოდ პოსტის ავტორი შეძლებს.
Techcrunch-ის (თექქრანჩ) ინფორმაციით, ინსტაგრამის ამ ვერსიის საცდელი რეჟიმი მომხმარებლებისთვის ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.