სოციალური ქსელი Instagram-ი ახალ სერვისზე მუშაობს, რომელიც შემოწირულობებს შეაგროვებს. ამის შესახებ პორტალი The Verge წერს. ამ ფუნქციის მუშაობის დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია, რომ ფუნქცია Stories-ში განთავსდეს სპეციალური სტიკერი, სადაც ინტეგრირებული იქნება რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის ლინკი. ამ ლინკზე დაჭერის შემთხვევაში კი მომხმარებლები შემოწირულობის გაღებას შეძლებენ.