2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. ინსპექტირების შედეგად, გზაზე გადაადგილება 1 539 ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა. ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” ხელმძღვანელის თქმით, ძირითადი დარღვევა გამონაბოლქვი და სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობაა. ვაჟა იორდანიშვილის განმარტებით მძღოლები რიგ შემთხვევაში ტექდათვალიერების გავლის მიზნით სხვადასხვა ხრიკებსაც მიმართავენ. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ჰაბ ჯორჰიას დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ტექდათვალიერების რეფორმისს სრულფასოვანი გატარებისთვის, აღსრულებისა და კონტროლის მექანიზმის გამკაცრებაა საჭიროთბილისში მოძრავი ავტომობილების დიდი ნაწილი რომ მძიმე მდგომარებაშია, ამას ქალაქის მერიც აღნიშნავს. კახა კალაძის განცხადებით, მერიის კუთვნილი 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალებაც ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს, რის გამოც მათი ექსპლუატაციიდან ამოღება მოხდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ეტაპობრივად ხორციელდება. პირველი ივლისიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას სახელმწიფო უწყებები-სა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარა. საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი ინსპექტირებას 2019 წლის ბოლომდე გაივლის. დღეისთვის საქართველოში ქვეყანაში ინსპექტირების 40 ცენტრი ფუნქციონირებს. მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექდათვალიერება - 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი ღირს.