ბაზარზე ინოვაციური შეფუთვა გამოჩნდა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შენახვის ვადას ახანგრძლივებს.
ახალი შესაფუთი ტექნოლოგია კომპანიამ Sufresca-მ ისრაელში შეიმუშავა და როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ის პროდუქტს რამდენიმე კვირის განმავლობაში პირვანდელი სახით ინარჩუნებს, რაც მთავარია, ცივ ადგილზე შენახვის გარეშე.
როგორც Aggeek.net AgFunder-ზე დაყრდნობით წერს, ეს არის ერთგვარი სტარტაპი, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ხარისხს სრულად ინარჩუნებს. მწარმოებლების თქმით, შეფუთვა სრულიად უსაფრთხოა და იგი ბიოპროდუქტს წარმოადგენს.