"თიბისი ბანკი" ინოვაციური სიახლეების დანერგვას აგრძელებს. დღეიდან თიბისიში იურიდიული პირისთვის ანგარიშის გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია დისტანციურად, ბანკში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. პროცედურა რამდენიმე წუთს გრძელდება. მომხმარებელი ვებგვერდზე ავსებს მოთხოვნას და ონლაინ დიალოგის რეჟიმში მარტივ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, რეგისტრაცია 5 წუთში სრულდება.ასევე განახლებულ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება ვებგვერდმა თიბისი ბიზნეს-ჯიმ. საიტს ბიზნესრუკა დაემატა. პროექტი თიბისი ბანკმა შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელა. ვებგვერდი მსურველს შესაძლებლობას აძლევს ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელოსთიბისი ბანკში ინოვაციური პროდუქტების და სერვისების პრეზენტაციას ფინანსთა მინისტრი დაესწრო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა მისასლმებელია. თიბისი ბანკი ბიზნესრუკის განვითარებაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს. ბანკის მენეჯმენტის ინფორმაციით, საიტს მუდმივად დაემატება ახალი მიმართულებები.