გერმანიაში, ელექტრონული ავტობანი გაიხსნა. ეს არის ინოვაციური პროექტი ჰესენის მაგისტრალზე, სადაც ტრამვაის ხაზების მსგავსი ელექტროგაყვანილობით ელექტრო სატვირთო მანქანები ივლიან.
საპილოტე ელექტროგადამცემი ხაზების სიგრძე 14 კილომეტრს მოიცავს. ხაზებში, რომლებიც მაგისტრალზე დამონტაჟდა, ელექტროენერგია გადის, რომელსაც ელექტროძრავზე მომუშავე სატვირთო მანქანები სახურავზე დამონტაჟებული მოწყობილობის მეშვეობით იღებენ.
პროექტი 14,6 მილიონი ევრო დაჯდა. დაფინანსება გერმანიის ბუნების დაცვის სამინისტრომ გამოყო. უწყების ცნობით, მსგავსი მექანიზმები ჰაერის დაბინძურებას შეასუსტებს და მგზავრობას უფრო მოხერხებულსა და უსაფრთხოს გახდის.ჯერჯერობით ეს საპილოტე პროექტია, თუმცა იგეგმება მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელება.