წლის სახლის პირობებში გაფილტვრა უკვე შესაძლებელია. rOcean ეს არის ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენთვითონ გაფილტროთ წყალი, მას სასიამოვნო გემო მიანიჭოთ ან თუნდაც მინერალებით გააჯეროთ. ხელსაწყო მარტივად ინტგრირდება თქვენს სახლში და გეხმარებათ დროისა და ფინანსების დაზოგვაში. როგორც ამბობენ, თქვენი გემოვნებისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი რეჟიმი და მიირთვათ ისეთი წყალი, როგრიც გსურთ. საკმარისია ონკანიდან აავსოთ წაყლი, ჩაასახთ აპარატში, მიუთითოთ სასურველი რეჟიმი და რამდენიმე წუთში თქვენ მიიღებთ თქვენი მოთხოვნების შესაბამის წყალს, იქნება ეს უბრალო თუ გაზიანი წყალი. მოწყობილობის ბოჭკოვანი ფილტრი ეკოლოგიურად სუფთაა და შეუძლია წყლის დაახლოებით 75 მინარევისგან და დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან გაწმენდა. ხელსწაყოში ეტევა ნებისმიერი სტანდარტული ზომის ჭიქა და ბოთლი. გარდა ამისა, მისი შემქმნელების თქმით, rOcean - იმართება როგორც მისი ღილაკებით ასევე სპეციალური მობილური აპლიკაციით. ის მარტივად ირეცხება და, რაც მთავარია ამცირებს პოლიეთინელის ბოთლების მოხმარებას. იდეის ავტორების თქმით, rOcean - ის გამოყენების შემთხვევაში გარემოს დაბინძურება საგრძნობლად შემცირდება.