ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომლის 71 პროცენტი წყალს უკავია, თუმცა აქედან მხოლოდ 10 პროცენტია შესწავლილი კაცობრიობის მიერ. სამმა მეგობარმა გამოიგონა ხელსაწყო, რომელიც დაგვეხმარება წყალქვეშა სამყაროს უკეთესად შეცნობასა და შესწავლაში. FathomOne - ეს არის წყალქვეშა მაღალი რეზოლუციის დრონი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვიმოგზაუროთ წყალქვეშ. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ის არის მარტივად გამოსაყენებელი, პორტატული და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი. მათი თქმით, მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მიზნით, იქნება ეს საკუთარი ინტერესისა თუ სიამოვნების დასაკმაყოფილებლად, ტურისტული თუ საგანმანათლებლო მიზნით, ფილმის გადაღებისას, წყალქვეშა სამძებრო და სამაშველო სამუშაოებისას, თევზაობის დროს.